„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30% და ახლა ჩამოსულია 20%-ზე ქვემოთ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის ფორმალურ თავმჯდომარეში და იმ ლიდერებში, რომლებიც მართავენ პარტიას.
„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი. მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელია კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი. ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც მელიამაც აღიარა. იგივე სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. ეს დისკრედიტირებული სახეები: სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს და არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია "ნაცმოძრაობა" განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press