"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე "უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია".
ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში კალაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველგან იქნება, სადაც ხალხს დასჭირდება.
“უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი - თავის ჭკუით “ღადაობს” ... მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს. აუცილებლად, ყველგან ვიქნები, სადაც ხალხს დასჭირდება, რომ იცოდნენ, დარწმუნდნენ, მომავალი ხელისუფლება მოემსახურება ხალხს და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა მათ პრობლემაზე!” - წერს ლევან ხაბეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს, 22 ივნისს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციასთან გაერთიანება არ სჭირდება.
„ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო და იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა, წვიმის გამო და დაბრუნებულია? არ ვიცი“, - თქვა კალაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press