Foto

სააკაშვილი პაპუაშვილს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს

თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს კიდევ ერთი კითხვით მიმართავს, თუ რატომ "დაბლოკა" სასამართლო სხდომაზე მისი "ონლაინ" ჩართვა.

"საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? 

რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!"- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.