“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12 პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი, რომ ხელისუფლება 12 პუნქტიან გეგმას შეასრულებს მას არ აქვს.
“ქართული ოცნების” ტყუილი, რომ ისინი თითქოს 12 პუნქტიან ვალდებულებას ასრულებენ, კიდევ არაერთხელ გამოჩნდა დღეს სტოკჰოლმის კონფერენციაზე და გუშინ ევროკომისიის განხილვაზე, სადაც პირდაპირ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ ცხრა ძირითადი პუნქტი არ სრულდება და ის, რომ მთლიანად პასუხისმგებლობა ამაზე აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ამიტომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას, მე არ მაქვს, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება მათ იციან რას ნიშნავს - ძალაუფლების დაკარგვას.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press