გეტყვით იმას, რასაც ნიკა იტყოდა - მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცოლი სოფო ლილუაშვილი პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.
სოფო ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"გეტყვით იმას, რასაც ნიკა იტყოდა - მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ პროცესში, ამ ერთი, ძალიან მძიმე წლის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა. ვიტყვი იმას, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ეს დავამტკიცეთ - ნიკა არის მართალი და ახლა ის იქნება გარეთ.
მოულოდნელი იყო ჩემთვის... მადლობა ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი 1 წლის განამვლობაში იდგა ჩვენ გვერდით ამ ბრძოლაში, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ახლა იწყება ყველაფერი და მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე. რამდენიმე დღის წინ ვნახე ნიკა და არ ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას, დღესაც მივიღე მისგან წერილი და არ ელოდებოდა", - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press