Foto

მელია გვარამიას შეწყალებაზე - არ მერიდება ვთქვა მადლობა იქ, სადაც სათქმელია

ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, მისასალმებელია და არ მერიდება ვთქვა მადლობა იქ სადაც სათქმელია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

ნიკა მელიამ საზოგადოებას, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარსულში ჩაბარება უსურვა.

"ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, მისასალმებელია და არ მერიდება ვთქვა მადლობა იქ სადაც სათქმელია, დარწმუნებული ვარ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრი მიზეზის გამო ადვილი არ იქნებოდა.

მე მინდა ვუსურვო ჩემ თავს და საზოგადოებას განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, რომ ძალიან მალე ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩაბარდეს წარსულს", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.