მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება მას ღირსებას მატებს.
"პირველი შთაბეჭდილება - გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი პრინციპში, თებერვალ-მარტში , როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მაინც, რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც თუ არ გამიშვებდნენ, მაგრამ მანამდე არაფერს ველოდი.
მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად", - განაცხადა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press