"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ალტ-ინფოს აქტივისტები გამოჩნდნენ.
აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ქართველი ხალხი მას საქართველოდან "მალე გააბუნძულებდა".
ერთ-ერთმა აქტივისტმა ხატია ჯანაშიამ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიტანილი ევროკავშირის დროშა დაწვა, რასაც პოლიციის რეაგირება მოჰყვა და პირი 1000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
ცოტახნისწინ, გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაც დატოვა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press