ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბიშვილმა გადაწყვეტილების მოტივი ვერ დაასახელა, რადგან "რეალური მოტივი მძიმეა".
"ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღია ზეწოლაც პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა ჩვენ, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობასა და ქართველი ხალხის მიერ განახორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ერთი რამ არის მთავარი - ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია. შემთხვევითი არ არის, ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა - შეიწყალა, რადგან განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული; რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, რადგან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას; და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, რადგან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მიზეზი იყო დეპოლარიზაცია. დრო ყველაფერს განსჯის.
რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, მათ შორის გვესმის ჩვენ, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად საუბარი, რომ ეს იყო მოტივი და მიზანი, ახლაც გვესმის ასეთი შეფასება ზოგიერთი კოლეგის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ გიგი უგულავას შეწყალება თუ სხვა ასეთი შეწყალება, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ. ამიტომ, ისინი, ვინც უწონებენ პრეზიდენტს გადაწყვეტილებას, თითქოს ეს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს... პრეზიდენმა ვერც ერთი მიტივი ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივების დასახელება მძიმე იქნება",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press