ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ნინგსიას რაიონის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ს ცნობით, აფეთქება რესტორანში თხევადი აირის ავზის გაჟონვის შედეგად, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 20:40 საათზე მოხდა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი 6 კი, მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს.
ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე 20 მანქანა და 100-ზე მეტი პერსონალი გაგზავნა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი, 04:00 საათამდე გაგრძელდა.
მომხდარის გამო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, სი ძინპინმა მწუხარება გამოთქვა და ტრაგედიის მიზეზის დადგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press