გუშინ გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას თვალზე ცრემლი მომადგა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე წერს.
ჰარმსის განცხადებით, საჭიროა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც.
"დღეს უნდა გავიმეორო რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას ჯანმრთელობისთვის საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება",- ამბობს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press