Foto

კრამონი გვარამიას შეწყალებაზე - ერთი ნაბიჯით ახლოს EU-სთან

სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.

კრამონის თქმით, საქართველოს ინტერესშია, რომ შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა.

"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, კიდევ რამდენიმე წინაა",- წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.