საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც შერაზ გასრიმ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვისა და მედიის თავისფულებისთვის მისასალმებელია.
"მისასალმებელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის, მედიის თავისუფლებისა და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის", - წერს შერაზ გასრი.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ...
Mana press