კმაყოფილი ვარ ყველა ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.
როგორც ფოტიგა აღნიშნავს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებას გამოხატავს.
"კმაყოფილი ვარ ყველა ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის ნამდვილი პრიორიტეტი.
ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და კიდევ ერთხელ გამოხატავს ერთგულებას გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მიმართ", - წერს ფოტიგა.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press