რუსეთს არ უნდა მიეცეს მოგების შესაძლებლობა, რადგან იგი წინსვლას გააგრძელებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
როგორც დუდამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეძლებს ძალების აღდგენას და გაძლიერებას, ის უკრაინის მთელ ტერიტორიას მოინდომებს, შემდეგ პოლონეთს, ბალტიისპირეთსა და საბჭოთა წარსულის მქონე ყველა ქვეყანას დაესხმება თავს.
"რუსეთს არ უნდა მიეცეს მოგების შესაძლებლობა, რადგან იგი წინსვლას გააგრძელებს. ეს მის იმპერიალიზმს დაეხმარება. რუსეთი არის ველური ცხოველივით, რომელიც ადამიანებს ჭამს. თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, ხშირად ნათქვამია, რომ მას უნდა ესროლო და მოკლა, რადგან ის უკვე მიჩვეულია ადამიანების ხორცის ჭამას. იგივე ხდება რუსეთთან", - განაცხადა დუდამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press