შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ჟურნალისტ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში პოლარიზაციას შეამცირებს და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან დაახლოებს.
"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ჟურნალისტ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან დააახლოებს", - წერს მეთიუ მილერი.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press