Foto

„ეს ნაძირლები არ გაჩერდნენ“ - პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს

კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"მოგვატყუეს და ცდილობდნენ საკუთარი სახლების დაცვის შესაძლებლობა წაერთმიათ. მზად ვიყავით თავდაცვის სამინისტროსთან დათმობებზე წავსულიყავით, გვეპოვა გამოსავალი, როგორ გაგვეგრძელებინა ქვეყნის დაცვა. მაგრამ ეს ნაძირალები არ გაჩერდნენ. დღეს, როცა დაინახეს, რომ არ ვართ გატეხილები, მათ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ჩვენს ბანაკებზე.

ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, შეჩერებულ იქნება. ვითხოვ, არავის გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ამას საფრთხედ მივიღებთ", - განაცხადა პრიგოჟინმა.