ევროპარლამენტის დეპუტატი, მარია კალიურანდი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც კალიურანდმა აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისთვის მაგალითად უნდა იქცეს.
"საქართველოს პრეზიდენტის გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისთვის მაგალითად უნდა იქცეს", - წერს კალიურანდი.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press