არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
პუტინის თქმით, პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
„ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა ხალხის ზურგს უკან მობრუნდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით. რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები ძმებს, ანგარებიან სარგებელს კი, პოულობდნენ სხვადასხვა სახის ავანტიურისტები და საზღვარგარეთული ძალები, რომლებიც ყოფდნენ ქვეყანას, ხევდნენ მას ნაწილებად. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხეებისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან, ხოლო ის, რის წინაშეც ჩვენ დავდექით, სწორედ ღალატია. უსაზღვრო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა შედეგად გამოიღო ქვეყნისა და ხალხის ღალატი, ასევე იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც გვერდიგვერდ ჩვენს სხვა სამხედრო დანაყოფებთან იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები“,- განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.
როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press