რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 30 დღით დააკავებენ ყველას, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ დაემორჩილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონი ასევე ითვალისწინებს სამგზავრო ტრანსპორტის ჩამორთმევის შესაძლებლობას.
"სამხედრო მდგომარეობის შესახებ" კანონით და რუსეთის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 30 დღემდე, თუ ეს ქმედებები არ შეიცავს სისხლისსამართლებრივ დასჯადი ქმედებას. თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 2 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული, ასევე დაპატიმრება 30 დღემდე",- აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.
როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.
შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press