გუშინ, ყველამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია, ესენი იყვნენ: ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იყო პირდაპირი მოწოდებები "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტული "ფეისბუქ-პოსტებით" დასტურდება.
“როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ, მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, პირდაპირი მოწოდებები იყო "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით - ეს არის რეალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები გუშინ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გააანალიზოს ყველაფერი, მათ შორის, შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე.
პირდაპირი მოწოდებები [მეორე ფრონტის გახსნაზე] შეგვიძლია ამოვიღოთ კონკრეტული "ფეისბუქ-პოსტები", განცხადებები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. იყო მთელი რიგი განცხადებები, რომლებშიც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე - ეს არის ამ ადამიანების სახე. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მათი მიზანია ქვეყნის ომში გახვევა, "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოში, ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 24 ივნისს რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press