ბოლო დღეების ტრაგიკომედია მჭევრმეტყველურად უხსნის სხვა ქვეყნის ლიდერებს, თუ რატომ არ თვლის უკრაინა, რომ დღეს პუტინის რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთში სიტუაცია უკონტროლოა, "მორყეულ სტრუქტურას ინერცია და ლოცვა ამყარებს".
"მარტივი კითხვა: ვისთან შეიძლება რამეზე საუბარი, თუ მთავარ სუბიექტს ძალაუფლება ეცლება ხელიდან და ყველა ფეხს იწმენდს სტრატეგიულ სამხედრო სარდლობაზე? ამ ბანდის დღეები დათვლილია, პატრონი სახლში არ არის. რუსეთში სიტუაცია უკონტროლოა, მორყეულ სტრუქტურას ინერცია და ლოცვა ამყარებს. ამავდროულად, სინოპტიკოსები ქარის ახალ აფეთქებებს პროგნოზირებენ",- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press