უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღოს.
როგორც პოდოლიაკმა ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ასევე მზადაა, საქართველოში ექიმები გააგზავნოს.
"უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველ ჯერზე ამას ვამბობ. გასულ წელს, ამ თემაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, მზად ვართ, გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად დავეხმაროთ, რათა აუცილებელი სამედიცინო დახმარება მიიღოს",- ამბობს პოდოლიაკი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press