ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდნენ, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post-ი რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის გარანტიით უთხრა, "ვაგნერის" დამფუძნებლის ზუსტი გეგმები და მოქმედების ზუსტი დრო უცნობი იყო მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინის ტანკები რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვისკენ არ წავიდნენ. წყაროს თქმითვე, ამის მიუხედავად, „იყო საკმარისი სიგნალები საიმისოდ, რომ ხელისუფლებისთვის გვეთქვა - რაღაც მოხდება".
წყარო გამოცემას ასევე ეუბნება, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში, გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას და რა გავლენას მოახდენდა ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება რუსეთის ბირთვულ არსენალზე.
როგორც The Washington Post-ი წერს, დაზვერვის ინფორმაციის შესახებ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებული იყვნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press