Foto

თალაკვაძე - გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს. 

"საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ასევე, ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით...

საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თითოეულ საკითხთან და სიახლესთან დაკავშირებით აკეთებს დაუფიქრებელ და გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ყოველთვის გაუთვლელია.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით სინამდვილეში რას ნიშნავს და როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.