დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს.
ბეჟაშვილის თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია არ აქვს.
“ქართული ოცნების“ მთავრობას არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების გეგმა და სტრატეგია. ბოლო დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკურად ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობდა, „ქართულმა ოცნებამ“ უსუსურობა და უუნარობა გამოაჩინა კვლავ. მიგრაციასთან მიმართებაში არ აქვს ხედვა, უსაფრთხოების სისტემებთან მიმართებაში არ აქვთ ხედვა. შესაბამისად, დღევანდელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press