თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მხრიდან ბრალის აღიარების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ბაჩალიაშვილის დედა აღნიშნავს, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა.
მისივე თქმით, ის პროკურატურასთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს, იმ მოტივით, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყოს.
"დააშინეს და ათქმევინეს. რომ დაიჭირეს, მერე აღიარა. რა უნდა ვიფიქრო სხვა, თუ არა, რომ ზეწოლის შედეგად [აღიარა]? თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო და იმდენი არ იცოდა, რომ ტელეფონი შეეშალა? თამარ ბაჩალიაშვილზე რომ იყო საუბარი, არ იცოდა?
პერმანენტულ აქციებს გავმართავ და ყოველდღე მოვალ. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სერგო შუბითიძის ჩვენების საფუძველზე თავიდან დაიწყონ გამოძიება და თავიდან აღიძრას საქმე", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, სერგო შუბითიძის ადვოკატის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 ივნისს გავრცელდა.
პროკურატურის ცნობით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.
მანამდე, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო.
შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press