ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე გარდაუვალია.
როგორც კირბმა თქვა, შეერთებული შტატები ასევე ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.
"მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სადგურის მახლობლად რადიოაქტიურობის მონიტორინგის შესაძლებლობა და ჩვენ არ გვინახავს რამე ნიშანი იმისა, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით... ჩვენ ვერ ვხედავთ რამე ნიშანს, გარდა მშფოთვარე რიტორიკისა, რომ არსებობს განზრახვა უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ",- ამბობს კირბი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press