Foto

გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა. აღნიშნულ ინფორმაციას Беларускі Гаюн-ი Flight Radar-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Беларускі Гаюн-ი Telegram-ზე წერს, პრიგოჟინის თვითმფრინავი, მინსკის მახლობლად, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე 07:40 საათზე დაეშვა.

მათივე ცნობით, 07:58 საათზე, ამავე აეროდრომზე დაეშვა მეორე თვითმფრინავიც BAe 125-800B სარეგისტრაციო ნომრით RA-02878, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა.