Foto

პაპუაშვილი - დაგვასანქცირეთ, დაგვჩაგრეთ - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ქვეყნის მიმართ, ფიქრობენ, იქნებ ხელისუფლება დააზიანონ

დაგვასანქცირეთ, რამე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ ფიქრობენ, იქნებ, რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არის ნაწილი ჰიბრიდული ომის ტაქტიკებისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს საქართველო წინააღმდეგ. პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში, რომ მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველანაირი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რამე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ ფიქრობენ, ამით იქნებ, რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება. რაც შეეხება ვიზიტს, სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, არცერთი ფაქტი არსებობს სანქციების გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროს. ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას განიხილავს.