დღეს კენჭისყრისას ჩვენ გავხდებით მოწმე კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის, რომელსაც გადადგამს „ქართული ოცნება". დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ორ კვალიფიცირებულ, პროფესიონალ ადამიანს. ჩააგდებთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს თქვენს მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმებს, ესაა მორჩილება უპირველეს ყოვლისა",- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.
გოცირიძის თქმით, 5 თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს ვადა ამოეწურება, ეროვნულ საბჭოში 5 წევრი დარჩება.
„ხუთივე „ქართული ოცნების" სკოლაგავლილია და ეროვნული საბჭო გახდება ფიქცია. ვინაიდან იმ ორ კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს, თქვენ ჩააგდებთ, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის პარალიზებას, ძირს უთხრით მის დამოუკიდებლობას. დიდი ალბათობით შეჩერდება სავალუტო ფონდის პროგრამა. ამაზე ვინ აგებს პასუხს ეს უნდა მოგვახსენოთ დღეს", - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press