თქვენ იცავდით ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ წესრიგს, სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო აჯანყებისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი,- ასე მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის მოედანზე შეკრებილ თავდაცვის სამინისტროს, გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და FSO-ს წარმომადგენლებს.
პუტინმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების პერსონალს, სამართალდამცავ უწყებებს და სპეცსამსახურებს და აჯანყების დროს დაღუპული მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
"რთულ ვითარებაში თქვენ მოქმედებდით ნათლად, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ ხალხის ერთგულება. ხალხმა და არმიამ აჯანყებულების მხარე არ დაიჭირეს, სამხედროების მონდომებამ და გამბედაობამ ისევე, როგორც საზოგადოების კონსოლიდაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში. სამართალდამცავი ორგანოების სწრაფმა და ზუსტმა განლაგებამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესად საშიში განვითარების შეჩერება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილება. აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპულმა პილოტებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა",- თქვა პუტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press