Foto

ბელარუსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ადასტურებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბალარუსში ჩავიდა.

როგორც Беларускі Гаюн-ი Telegram-ზე წერს, პრიგოჟინის თვითმფრინავი, მინსკის მახლობლად, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე 07:40 საათზე დაეშვა.

"დიახ, მართლაც, ის დღეს ბელარუსშია", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, შაბათს საღამოს, როდესაც ლუკაშენკოს შუამავლობით პრიგოჟინსა და კრემლს შორის  აჯანყების დასრულების შესახებ შეთანხმება დაიდო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მიემგზავრებოდა.