"ნაციონალური მოძრაობა" ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელზე დავით ოსიყმაშვილზე თავდასხმებს გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველმა პარტიამ "ღიად და დაუფარავად დაანონსა სიკვდილი და ძალადობა", ამ კრიტიკულ ფაზაში კი, "არ უნდა შეწყდეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა".
"რამდენიმე წუთის წინ, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს - დავით ოსიყმიშვილს, რომელსაც სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.
დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა.
“რუსულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსეს სიკვდილი და ძალადობა!
ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა!
ძალა ხალხშია!", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press