რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საკვებ ობიექტს რაკეტებით დაესხნენ თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.
"28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფის შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის, ორი დაბადებული 2008 და 2011 წლებში) ცხედარი ამოიყვანეს, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი 2022 წელს დაბადებული. 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა",- აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
კრამატორსკზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარი „ტერორის გამოვლინებად“ შეაფასა.
"ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ",- განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press