Foto

სტოლტენბერგი - მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი - ნატო მისი მოკავშირეების დასაცავად არსებობს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი - „ნატო არის იმისთვის, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე, ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი“.

CNN-ის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი შვიდი ქვეყნის ლიდერებთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ნატოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ალიანსი მზად არის, დაიცვას წევრები რუსეთისა და ბელარუსისგან და რომ "ვაგნერის" აჯანყებასთან დაკავშირებული მოვლენები "რუსეთის შიდა საკითხია".

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა შეიძლება მოჰყვეს "ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინისა და მისი ძალების ბელარუსში გადაყვანას, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ "საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია".