Foto

რეზნიკოვი - კონტრშეტევის მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის - ეს მხოლოდ რეპეტიციაა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინული ჯარების ნელი წინსვლის შესახებ და განაცხადა, რომ კონტრშეტევის „მთავარი მოვლენა“ ჯერ კიდევ წინ არის.

როგორც რეზნიკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო კვირებში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების გათავისუფლება არ იყო კონტრშეტევის „მთავარი მოვლენა“ და ეს მხოლოდ "წინასწარი რეპეტიციაა" ბევრად უფრო სერიოზული დარტყმისთვის.

”როდესაც ეს მოხდება, თქვენ ნახავთ ყველაფერს... ყველა დაინახავს ყველაფერს”, - თქვა რეზნიკოვმა და დაადასტურა, რომ უკრაინის ძალების ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებიც ახლახან გაწვრთნეს დასავლეთში და აღჭურვილი არიან ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით, კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულან.

"ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ მათ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია, ან ტერიტორიები. მათ ეშინიათ უფროსობასთან ანგარიშის წარდგენის”, - ამბობს რეზნიკოვი.