რამდენჯერაც პრემიერ-მინისტრი მოვიდა პარლამენტში, იმდენჯერ მოიგო დებატებში 10:0,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია "იმდენჯერ დამარცხდა", რომ მთავრობის მეთაურს ინტერპელაციაზეც აღარ იბარებენ.
"ეს არის რეალობ, ეს არის ფაქტი. ამიტომ, ინტერპელაციაზეც კი აღარ ითხოვენ პრემიერის მოსვლას. იმდენად დამარცხდა ოპოზიცია 10:0 და 100:0, ინტერპელაციაზეც აღარ იბარებენ. საკუთარი ფიასკო აღიარეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პარასკევსაც მორიგი დებატები დასრულდება 100:0, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში",- ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 30 ივნისს წარსდგება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press