Foto

ხაბეიშვილი - მოგვიწევს, ხელები დავალეწოთ ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით

ბიძინა ივანიშვილს სძულს საქართველოს მოქალაქეები, ძალადობს ყოველდღიურად მათზე და ამაში ძალიან დიდ ფულსაც იხდის, რადგან მას სწყურია ქართველი ხალხის სისხლი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "პატარა კაცუნებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს თავს დაესხან".

“ბიძინა ივანიშვილის სძულს საქართველოს მოქალაქეები, ძალადობს ყოველდღიურად მათზე და ამაში ძალიან დიდ ფულსაც იხდის, რადგან მას სწყურია ქართველი ხალხის სისხლი. მისსავე პარტიას ხელმძღვანელობს "კაკებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მისი შვილის პირადი სათამაშო ირაკლი ღარიბაშვილია. ცხადია, ამ რუსებს, ამ პუტინისტებს, პატარა კაცუნებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ.

უკანასკნელ რამდენიმე წელში მათ მოკლეს პედაგოგი ია კერძაია პოლიტიკური ნიშნით, ზეწოლით, შანტაჟით; მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი, ასევე მოსყიდვის მცდელობით, შანტაჟით, მუქარით და როცა არ გაიყიდა ნუგზარ ფუტკარაძე, სწორედ ასე დაასრულა მან მისი სიცოცხლე - გარდაიცვალა; ასევე, მათ მოკლეს უმოწყალოდ ცემით, რომელიც გვაყურებინეს პირდაპირ ეთერში - ლექსო ლაშქარავა, დღისით, მზისით ქუჩაში რომ დასდევდნენ ოპერატორს, ასე გვაყურებინეს ჟურნალისტის მკვლელობა პირდაპირ ეთერში.

ამასობაში, მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე დღის, კვირის განმავლობაში ისინი თავს დაესხნენ სადგისით ირაკლი ნადირაძეს, თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძეს, 16-17 წლის ბავშვებს და ესროდნენ ქვებს, ასევე თავს დაესხნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სტუდენტებს. პუტინისტები ჯავახაშვილის უნივერსიტეტში თავს დაესხნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც რუსეთი და პუტინი არ უნდა. თავს დაესხნენ ბათუ ქუთელიას, ლევან ბერძენიშვილს. გუშინ თავს დაესხნენ ოპოზიციური არხის დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს, ასევე გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად დაგვიჭრეს საბურავები და ყველაზე მძიმედ გუშინ ფიზიკურად, მიპარვით, მუხანათურად ჩაუსაფრდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს და დაუმტვრიეს ძვლები და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ახლა საავადმყოფოში",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

 ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება "ერთად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დაგვჭირდეს".

"მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას პირველ რიგში და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი, თავად არის ზონდერიც, თავად არის ის კრიმინალები, ვისაც აორგანიზებენ ეს ჩმორები, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ასევე მუხანათურად, ჩუმად, ჩასაფრებით არ გააკეთებთ. ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, ჯერ კიდევ რომ არსებობს და მინდა, რომ თუნდაც ეს საქმეც არსებობდეს თაროზე, "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილ კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პირველ რიგში მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გვაფრთხილებს ამ თავდასხმების შესახებ.

მივმართავ ხალხს, სანამ ამათ თუნდაც პოლიტიკურად მძიმედ ცხვირ-პირში არ მოხვდებათ, ყველას მოგვივარდებიან სახლში. ასე ჰგონიათ, რომ დაგვაშინებენ და ასე ფიქრობენ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებიაო, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების, უკაცრავად და ერთი ადგილი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს, ისინი არიან მარტო, რამდენიმე ათეული და ცდილობენ შექმნან, რომ თითქოს საზოგადოება არის გაყოფილი ორად. საქართველო არ არის გაყოფილი ორად, საქართველო არის ერთი, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროინტეგრაცია, ეს არის 90 პროცენტი და საქართველოს მოქალაქეს, ცხადია, არ უნდა ოკუპანტი პუტინისტის ფეხქვეშ გართხმული სახელმწიფო და თუ ვინმეს სურს მოაჩვენოს, რომ საზოგადოება არის გაყოფილი ორ ნაწილად, ეს არის რუსული პარტია, რომელიც ერთად, ერთობით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დაგვჭირდეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.