ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ "ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით".
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან თავადაც არასერიოზული გამოვა“.
"ეს არის ცუდი ტენდენცია. არავინ არ უნდა წაახალისოს მათ შორის ფიზიკური და ვერბალური ძალადობა. მათ შორის, პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მოვუწოდებ NGO-ებს და მოვუწოდებ, ბუნებრივია, მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა, ნუ დაარქმევენ ვერბალურ, თუ ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე და ხედავთ, რომ ძალადობის კონკრეტული ფაქტები იყო...
რაც შეეხება ხაბეიშვილს, მისი დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში“, - განაცხადა კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press