პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას.
„პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვიზიტით კიევში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები ეხება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნას, ასევე კონსულტაციებს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინაში ვიზიტით იმყოფება ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press