"საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა "საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს იმ საკითხს", რომ საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ერთგვარ პლატფორმად არ უნდა იყოს გამოყენებული.
"საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, ამიტომ გვსურს, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიაზრებთ, რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება ამჟამად საქართველო, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც მას უწევს ვაჭრობა რუსეთთან, ამიტომ გვესმის, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს", - განაცხადა ო'სალივანმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press