Foto

ბაიდენი - პუტინი ომს საკუთარ სახლში აგებს

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაუარა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აბსოლუტურად დასუსტდა.

მან დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი ომს საკუთარ სახლშივე აგებს.

”ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს საკუთარ სახლში”, - თქვა ბაიდენმა.