უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს მოუწოდა დააკანონონ სამედიცინო კანაფი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა.
მისივე თქმით, აუცილებელია უკრაინაში გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრიის განვითარება როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, ასევე შესაბამისი პერსონალის მომზადების კუთხით.
ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი უკრაინაში კანაფის შემცველი პრეპარატების წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად, გაშენებიდან და გადამუშავებიდან სრულ წარმოებამდე.
„ყველა საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press