Foto

დუდა - ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაა

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ კიევში მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინისა და ლიეტუვას პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთის ლიეტუვას და უკრაინის საერთო ინტერესებში შედის, რომ ნატო რაც შეიძლება ძლიერი გახდეს.

"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაა. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - გავხადოთ ნატო რაც შეიძლება ძლიერი ევროპის ჩვენს ნაწილში და ძალიან ახლო მომავალში - უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, გაერთიანების ერთ-ერთი არმია, რომელიც დაექვემდებარება ნატოს წესდების მე-5 მუხლს“, - განაცხადა დუდამ.