წყალქვეშა ნავის "ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანაპირო დაცვის ცნობით, ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
ფრაგმენტები, რომელიც ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ნავის აფეთქების შემდეგ დარჩა, ოთხშაბათს, კანადაში, სენტ-ჯონსში ჩამოტვირთეს.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნამსხვრევებს შორის წყალქვეშა სადესანტო ჩარჩო და უკანა საფარი იპოვეს.
სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტანი ჯეისონ ნოიბაუერის თქმით, "ტიტანის" კატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი.
შეგახსენებთ, კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავი "ტიტანი", რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
ბორტზე 5 ადამიანი - 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი 19 წლის შვილი სულეიმანი, 61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე იმყოფებოდნენ.
"ტიტანის" სამძებრო ღონისძიებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წყალქვეშა ნავის გაუჩინარების მიზეზად აფეთქება დასახელდა და ბორტზე მყოფი ხუთივე პირი დაღუპულად გამოცხადდა.
ბრიტანული სამგზავრო გემი "ტიტანიკი" 1912 წელს, პირველი მოგზაურობისას, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. კატასტროფას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press