რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებს.
ზახაროვას ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა, რომ სარკინიგზო მოძრაობა საქართველოს გავლით რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბლოკირებულია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. რა პერსპექტივები არსებობს ამ საკითხის გადასაწყვეტად?
აღნიშნული კითხვის პასუხად, რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა:
"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკა. ეს საგზაო რუკა, ასე ვთქვათ, მოიცავს სახელმწიფო მეთაურების დონეზე და შესაბამისი კომისიების დონეზე გაფორმებულ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ ყველაფრის განხორციელების უზრუნველსაყოფად".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press