Financial Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე გენერალი სერგეი სუროვიკინი დაკავებულია.
FT-ის ცნობით, უცნობია, სუროვიკინს ბრალად ედება კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაში მონაწლეობა თუ დაკითხვის მიზნითაა დაკავებული.
სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით The Moscow Times-მაც გაავრცელა.
გარდა ამისა, უკრაინული მედია იტყობინება, რომ გენერლის დაკავების შესახებ თავდაპირველად ბლოგერმა, ვოლოდიმირ რომანოვმა Telegram-ზე დაწერა.
"რომანოვის განცხადებით, სუროვიკინი 25 ივნისს, პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ დააკავეს. ბლოგერის მტკიცებით, რუსი გენერალი "ლეფორტოვოს" წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება",- წერს უკრაინული მედია.
ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press