ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს და ორგანიზაციას მეტი წევრი ქვეყანა წარმოადგენდეს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშამ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პოტენციური წევრის მისწრაფებებს ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს და სტანდარტების შესრულების გზაზე მათთან ერთად იმუშაოს.
„რუსეთი იყენებს "ნაცრისფერ ზონებს" შეტევის განსახორციელებლად. ამიტომ, ჩვენ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოტენციური მომავალი წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ყველა რეფორმა უნდა გაატაროს. ეს გარდაუვალია. მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press