ყველაზე ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია ნატოში გაწევრიანებაა, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რათა მათ შეძლონ დაიცვან საკუთარი თავი.
„ყველაზე ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია ნატოში გაწევრიანებაა. ჩემი ქვეყანა არის ამის საუკეთესო მაგალითი. ვიცით, რომ ეს ვერ მოხდება, როდესაც ომი მიმდინარეობს. დღეს ნატო სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რათა მათ შეძლონ დაიცვან საკუთარი თავი. ცალსახად, ნატოს სამიტზე უნდა შევთანხმდეთ უკრაინისთვის მკაფიო გზაზე ნატოში გასაწევრიანებლად და ამით მივცეთ მას სინათლე გვირაბის ბოლოს“, - განაცხადა კალასმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press